ახალი ამბები
ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ
FaceBook

ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.

ახალი წლის მთავარი ატრიბუტი ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება.


ქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელსაც ძველი იქნება.

პარალელურად, საახალწლო მორთულობის მონტაჟი მიმდინარეობს ქალაქის ქუჩებში. უკვე დაიდგა ნაძვის ხეები ქალაქის უბნებშიც.


ქუთაისის მერიამ  წელს განათებების შესაძენად 100 000 ლარი დახარჯა. საახალწლო მორთულობის მონტაჟი 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.


ჯერჯერობით უცნობია საახალწლო ღონისძიებებისა და გალა-კონცერტის პროგრამა.  31 დეკემბრის გალა-კონცერტის ორგანიზებისთვის მერია 25 000 ლარს ხარჯავს, საახალწლო ფოიერვერკი კი ადგილობრივ ბიუჯეტს 16 000 ლარი დაუჯდება.

Print