ახალი ამბები
სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცს მერვე დღეა ეძებენ
FaceBook
სამტრედიის სოფელ საჯავახოში დაკარგულ მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან კვლავ განახლდა.

მას მერვე დღეა უშედეგოდ ეძებენ.

30 წლის მამაკაცი 30 ნოემბერს გაუჩინარდა. მისი  ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს.


ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა მდინარეში თვითმკვლელობის მიზნით შევიდა.

დაკარგული მამაკაცის ძებნაში  აჭარიდან ჩამოყვანილი მყვინთავთა  ჯგუფია ჩაერთო.


მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

სამტრედიაში დაკარგულ მამაკაცს ხუთი დღეა ეძებენ

სამტრედიაში გაუჩინარებულ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

სამტრედიაში, გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
Print