პოლიტიკა
"ჩვენ არაფერს ვგეგმავთ" - "ქართული ოცნება" ოპოზიციის აქციაზე
FaceBook
"ქართული ოცნების" ოფისში დილიდან სიმშვიდეა, თუმცა, შტაბში უკვე არიან მობილიზებული პარტიის წევრები, მათ შორის ოფისში იმყოფება მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე შემსრულებელი, გიორგი სვანიძე.

კითხვაზე რატომ იმყოფება სამუშაო საათებში პარტიულ ოფისში, გიორგი სვანიძემ გვიპასუხა რომ შვებულებაშია.

მისი თქმით, შტაბში სამუშაო რეჟიმია და ოპოზიციის აქციასთან კავშირი არ აქვთ. 

"ეს მათი უფლებაა გამართონ აქცია. ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, ვართ სამუშაო რეჟიმში"- ამბობს გიორგი სვანიძე.

ქუთაისიპოსტი მერიისგან ელოდება ოფიციალურ ინფორმაციას შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ.

დღეს, 14 საათზე გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისში მასშტაბურ აქცია-მსვლელობას გეგმავს. მათი განცხადება, მსვლელობა იქნება მშვიდობიანი.
Print