პოლიტიკა
ქუთაისის ციხეში პატიმარმა პირი ამოიკერა
FaceBook
პატიმარმა, რომელიც ქუთაისის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორ თვეზე მეტია შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

მსჯავრდებულის ადვოკატის, ილია ჯანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებმა მას დაკავების დროს ჩაუდეს.

მოშიმშილე პატიმრის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი ამ დრომდე, 20 ნოემბრიდან, სწავლობს

ნოემბრის დასაწყისში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა მისმა ადვოკატმა. ილია ჯანელიძის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე ჯერ კიდევ ერთი თვის წინ იყო. 

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ ბრალდებულმა პირი, როგორც თავად განმარტავს, საპარსის ლითონის დეტალით ამოიკერა.

გაიკეთა თითო ნახვრეტი ზედა და ქვედა ტუჩზე, გაყრილი აქვს ტანსაცმლის ქსოვილიდან ამოღებული ძაფი. მათივე განმარტებით, ბრალდებულს მედპერსონალის მიერ ყოველდღიურად მიეწოდება ახსნა-განმარტებები ადამიანის ჯანმრთელობაზე შიმშილობის უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, იგი არ წყვეტს შიმშილობას.

"ბრალდებული პერიოდულად უარს აცხადებს სამედიცინო მომსახურებაზე, კერძოდ- გასინჯვაზე, სისხლის და შარდის საერთო ანალიზების აღებაზე, ასევე ინტრავენური ინფუზიის გაკეთებაზე. ბრალდებული იმყოფება მედ-პერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ, საჭიროების შესაბამისად, ხდება დაზიანების დამუშავება. ბრალდებულის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ უწყებაში.

პატიმარი ქუთაისის ციხეში 5 ოქტომბერს გადაიყვანეს. მან შიმშილობა 7 ოქტომბრიდან გამოაცხადა. მას ბრალი 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით აქვს წაყენებული, რაც ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.




ამავე თემაზე:

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს

ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 34 დღეა შიმშილობს

ქუთაისის ციხეში მოშიმშილე პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულია

Print