ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი 25 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს
FaceBook

ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მერია აკორექტირებს.


ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი აღმასრულებელმა 10 დეკემბრამდე უნდა დააბრუნოს, რის შემდეგაც დეპუტატებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა  პროექტის მიმართ შენიშვნები და რეკომენდაციები გამოთქვან.


ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, ბიუჯეტის პროექტზე კომისიურ და ფრაქციულ მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს.


ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა  61 მილიონი ლარია და ის 7 მილიონით აჭარბებს წინა წელს დამტკიცებულ ბიუჯეტს.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ წლის ბოლო სხდომაზე, 25 დეკემბერს უნდა დაამტკიცოს.

Print