ახალი ამბები
ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები და 1777 პირველკურსელი წერეთლის უნივერსიტეტში
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ქუთაისში, აკ. წერეთლის უნივერსიტეტში მიმდინარე წელს 1777 სტუდენტი ჩაირიცხა.
ასევე, მობილობის პროგრამის დახმარებით ახალი სასწავლო წლიდან 186 სტუდენტი, რომლებიც გადანაწილდენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, სწავლას გააგრძელებენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
"ეს ტრადიციული ღონისძიება ყოველ წელს ტარდება, როდესაც პირველკურსელებს ვხვდებით ქალაქის და მხარის ხელმძღვანელობასთან ერთად. დღეს, ასევე, მთელი დღის მანძილზე ფაკულტეტების წარმომადგენლები სტუდენტებთან გამართავებ სასწავლო პროგრამების პრეზენტაციებს "- ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე.
უნივერსიტეტში სრული დაფიფნანსებით 8 სტუდენტი ისწავლის. რაც შეეხება სახელწიფოს მიერ დაფინსებად ფაკულტეტებს, მათი ნაწილი სრულად შეივსო, (მათემატიკა, პედაგოგიური, ისტორია, ქართული ენა ლიტერატურა, არქეოლოგია, ბიოლოგია, ინჟინერია) ხოლო წინა წლისგან განსხვავებით დამეტა საწავლო ჯგუფი ფიზიკაში. წერეთლის უნივერსიტეტში წელს, ისევე როგორც გასულ წლებში ყველაზე მოთხოვნადი სამართალის და მედიცინის ფაკულტეტებია.
დღეს ასევე დაიწყო პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტაცია. ხოლო, 17 სექტმბრამდე რეგისტრაცია გაგრძელდება  მაგისტრატურაზე და დოქტორანტურაზე ჩაბარების მსურველთათვის.
ბაია მიქაბერიძე

Print