ახალი ამბები
ქუთაისში მცხოვრებ ებრაელებს ქალაქის მერმა "როშ ჰაშანას" 5775-ე ახალი წელი მიულოცა
FaceBook
"თქვენ ქუთაისის ერთი ძლიერი, ინტელექტუალური და საიმედო ნაწილი ხართ"

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ქალაქის ებრაელ მოსახლეობას  "როშ ჰაშანას"  5775–ე ახალი წელი მიულოცა.
"დაე, ეს წელი, ებრაული კალენდრით 5 775, ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, ჯანმრთელობის, გამრავლების, ხვავისა და დოვლათის მომტანი თითოეული თქვენთაგანისათვის!
თქვენ ქუთაისის ერთი ძლიერი, ინტელექტუალური და საიმედო ნაწილი ხართ, საუკუნეების მანძილზე ქართველებთან ერთად ერთგულად იზიარებდით ჩვენი ქალაქის ბედ-იღბალს და მათთან ერთად ქმნიდით ქალაქის ისტორიას! გმადლობთ თანაცხოვრებისა და მეგობრობისათვის, რომელიც მაგალითია მსოფლიოს ხალხთა ურთიერთობის ისტორიაში!!!! მრავალ ახალ წელს დაესწარით!"
Print