პოლიტიკა
სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
FaceBook

დღეს დილიდან სამაშველო სამსახური სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს.


ამძებრო სამუშაოები სოფელ საჯავახოში, მდინარეზე მიმდინარეობს.

წინასწარი ინფორმაციით, დაკარგულია 30 წლამდე მამაკაცი, რომლის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს

. მამაკაცი სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით,  მდინარეში გადახტა
.
ადგილობრივების ვარაუდით თვითმკვლელობის მცდელობა იყო.

“ადრეც ბევრჯერ უცდია მსგავსი რამ, ტანსაცმელი გაიხადა, დააწყო მდინარესთან და შევიდა” -, ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი.

"მყვინთავთა ჯგუფი აჭარიდან დილით შევიდა მდინარეში და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი და საპატრულო პოლიცია," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print