ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლო გალა-კონცერტისთვის 25 000 ლარს დახარჯავს
FaceBook

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტი გაიმართება.


ღონისძიება ადგილობრივ ბიუჯეტს 25 000 ლარი დაუჯდება.

ამ თანხით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საკონცერტო სცენის მოწყობა გახმოვანების აპარატურითა და სასცენო განათებით.

საზეიმო საღამო ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია საკონცერტო პროგრამა.

საახალწლო გალა-კონცერტისთვის გამოყოფილი თანხის გარდა, მერიამ 107 000 ლარიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა საახალწლო განათებების შესაძენად. ფეიერვერკის შესასყიდად გამოცხადებული ტენდერი კი პრეტენდენტის არარსებობის გამო შეწყდა. 

ჯამში რა თანხას დახარჯავს მერია სახალწლო ღონისძიებებისთვის, უცნობია.

Print