ახალი ამბები
"ისწავლეთ, იშრომეთ" - ქუთაისის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა
FaceBook
ქალაქის მერის შეფასებით, ქუთაისი სწავლების დონით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე არის.


ქუთაისში სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ქალაქის მერმა მეორე საჯარო სკოლიდან მიულოცა. ქალაქის მერის შეფასებით, ქუთაისი სწავლების დონით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე არის, რის გამოც მურღულიამ განსაკუთრებული მადლობა ქუთაისელ პედაგოგებს გადაუხადა, ხოლო მოსწავლეებს სწავლისკენ მოუწოდა.
"განათლების გარეშე ჩვენს ქვეყანას მომავალი არ აქვს. ისწავლეთ, იშრომეთ და თქვენი, განათლებული ხალხის ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი", - განმარტა იოსებ ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში ქალაქის მერმა.
დღეს, სასწავლო პროცესი როგორც საჯარო სკოლებში, ასევე, უმაღლეს სასწავლებლებშიც განახლდა.
დეა მანაგაძე
Print