ახალი ამბები
ქუთაისში თამარ მეფის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩის პირველ ჩიხში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.  

სახანძრო-სამაშველო სამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ მისამართზე ცეცხლი საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. ხანძრის დროულად ლოკალიზების შედეგად, საცხოვრებელი სახლი დაწვას გადაურჩა.
ქუთაისის მერიის სამაშველო სამსახურის უფროსის ნიკოლოზ კოღუაშვილის განმარტებით, სამაშველო სამსახური ნახევარი საათის წინ საცხოვრებლ სახლში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად გამოიძახეს. თუმცა, სახანძროს ადგილზე მისვლის დრო ცეცხლი მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქონდა მოდებული.
Print