ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის ბიუროსთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ისინი არ პასუხობენ შეკითხვას, თუ რატომ იმყოფებიან შენობაში.
ბიუროს შესასვლელთან,  ასევე, არიან მერიის აიპების ის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დღეებში ქუთაისის მერიის წინ მიმდინარე აქციების დროს მომხდარ ინციდენტებში აქტიურად მონაწილეობდნენ. რა მიზნით არიან ბიუროსთან მობილიზებული, ამ შეკითხვას არც ისინი პასუხობენ.

სავარაუდოდ, ქუთაისის მერიაში,  ოპოზიციის მიერ ბიუროს პიკეტირების შესახებ მიიღეს შეტყობინება და მათი ეს მობილიზებაც ამას უკავშირდება.

მობილიზაციამდე რამდენიმე წუთით ადრე,  სავარაუდოდ, ამავე მიზეზით, საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა,  კომისიის სხდომა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა, დროზე ადრე დატოვა და ბიუროს შესასვლელთან გადაინაცვლა.


"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში დაბოქლომების აქციის დღეს ჩატარებას უარყოფენ, "ევროპულ საქართველოში" კი, ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.


დიმიტრი მხეიძის ბიუროს დაბოქლომება ოპოზიციამ  22 ნოემბერს სცადა,  თუმცა, პოლიციამ მათ ამის შესაძლებლობა არ მისცა.
Print