პოლიტიკა
წყალტუბოში ოპოზიციას საკრებულოს შესასვლელზე ბოქლომის დადების უფლება არ მისცეს
FaceBook
დაპირისპირება იყო წყალტუბოშიც, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკრებულოს შესასვლელზე ბოქლომის დადება სცადეს.

ისევე, როგორც ქუთაისში, წყალტუბოშიც აქტივისტებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მობილიზებული დახვდნენ და შესასვლელის პიკეტირების უფლება არ მისცეს.

"მოვედით, რომ სიმბოლურად ბოქლომი დაგვედო საკრებულოს შესასვლელ კარზე. აქ დაგვხვდა ორგანიზებული ჯგუფი, ამათი აქტივისტები, მერიის აიპების თანამშრომლები,საკრებულოს დეპუტატები, 100-მდე ადამიანი. გამოვიდა, რომ იქეთ მოგვიწყვეს პიკეტი. ჩვენ მოვერიდეთ ვითარების გამწვავებას, მაგრამ საბოლოოდ, აუცილებლად დავადებთ ბოქლომს. რამდენი ხანი იმორიგევებენ? "- აცხადებს წყალტუბოში "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, სევერიან გორდულაძე.


წყალტუბოს საკრებულოს ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა.
Print