დიმიტრი მხეიძის ბიურო პოლიციის მიერ პარალიზებულია (ვიდეო)
11:25 / 22.11.2019
ქუთაისის მერიის შენობის მეოთხე სართული, სადაც მაჟორიტარი
დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის კაბინეტია, სრულად პარალიზებულია.
შენობაში სამართალდამცავების განსაკუთრებული რაოდენობაა მობილიზებული.
მათთან ერთად შენობაში იმყოფებიან მმართველი პარტიის აქტივისტები,
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები და მერიის აიპების
თანამშრომლები, რომლებიც "გაერთიანებული ოპოზიციის"
წარმომადგენლებს არ აძლევენ დიმიტრი მხეიძის კაბინეტის
დაბოქლომების საშუალებას.
მასალის გამოყენების პირობები