ახალი ამბები
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
FaceBook
სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე დაკავებულ ნუგზარ მარკოიძეს, მოსამართლემ სამი წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მარკოიძე უკვე ცხრა თვეა საპატირმოშია. იგი წარდგენილ ბრალში
თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს. მარკოიძე  აღიარებს ყალბი დოკუმენტების გაფორმებას, მაგრამ უარყოფს ცხენის ხორცის მიწოდებასა და  მომხმარებლის მოტყუებას.

ნუგზარ მარკოიძე სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგების  ბრალდებით მიმდინარე  წლის
28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინარულ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ასე ახდენდა ბაღებში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცის შეტანას.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობდა. 


ამავე თემაზე:

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში
პროცესი გაიმართება

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

სამტრედიის ბაღებში აღსაზრდელებს ცხენისა და ვირის ხორცს აჭმევდნენ




Print