ახალი ამბები
რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა
FaceBook
ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი რეზო ჭეიშვილი დღეს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

რეზო ჭეიშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი.
რევაზ ბენედიქტეს ძე ჭეიშვილი დაიბადა ქალაქ ქუთაისში 1933 წლის 24 აპრილს. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მერვე (VIII) საშუალო სკოლა 1952 წელს. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს.
1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.
არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995 წწ) პარლამენტის დეპუტატად. 

გამოცემული წიგნები:
ვაიმე, ჩემო ვენახო; პირველი; თხზულებანი; ჩემი მეგობარი ნოდარი!; რკინის სახკომი; დალი; ყაჩაღები; კუდიანი ვარსკვლავი; სამი რომანი; წიფობისთვე; რჩეული ნოველები; მესამე გზა; "ცისფერი მთები";
Print