ახალი ამბები
ქუთაისში, ზოგიერთ საბავშვო ბაღში გათბობა ჩართული არ არის
FaceBook

ქუთაისის ააიპ „გაბა-ბაღების გაერთიანების“ 37 ფილიალიდან 17-ში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ.


მოზარდების მშობლები დილიდან პროტესტს გამოთქვამენ  და ბაღების ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.


„ჯერ კიდევ 15-ში უნდა ჩართულიყო. ასე გვითხრეს.  მოვედით ამ დილით და გაყინული ოთახი დაგვხვდა“, -  ამბობს #15 ბაგა-ბაღის მოზარდის მშობელი.


გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ტექნიკურმა ჯგუფმა ყველა ბაღში მისვლა ფიზიკურად ვერ მოასწრო.

„ფიზიკურად ვერ მოასწრეს ყველა ბაღში მისვლა. შაბათ-კვირა იყო. ახლა გასულები არიან და დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველგან ჩაირთვება“, - აცხადებს დავით წიტაიშვილი.


ქუთაისის ბაღებში ცენტრალური გათბობა 15 ნოემბრიდან უნდა ჩართულიყო.


Print