ახალი ამბები
"გელათი ვერ დავათვალიერეთ"- ქუთაისში გზის რეაბილიტაციის გამო ტურისტები შეზღუდულად გადაადგილდებიან
FaceBook
ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისთვის გელათის სამონასტრო კომპლექსის დათვალიერბა პრობლემურია. ქალაქში არსებული ერთ-ერთი მთავარი ისტორიული ძეგლის დათვალიერების პრობლემა გელათის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც უკვე ექვსი თვეა გრძელდება.
"ქუთაისში არსებული ისტორიული ძეგლების სანახავად ჩამოვედით. ვიცით, რომ ქალაქი არის ძველი. ძალიან მოგვეწონა ქუთაისი, მაგრამ გული გვწყდება, რომ გელათი ვერ დავათვალიერეთ. იმედი გვაქვს, მომავალში ამას შევძლებთ," - ამბობს პოლონელი ტურისტი, აგნესა ტომესკი.
"ქუთაისში პირველად ვართ და არა მგონია კიდევ შევძლოთ ჩამოსვლა, ამიტომ გაჭირვებით მოვახერხეთ და დანგრეულ გზებზე გელათის კომპლექსი მაინც მოვინახულეთ. მომავალში საქართველოს სხვა კუთხეების ნახვა გვაქვს დაგეგემილი," - ამბობს უკრაინელი ტურისტი.
გელათის ქუჩის რეაბილიტაციის გამო სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით ტურისტების გადაადგილების შეზღუდვას ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ადასტურებენ.
მერიის ეკონომიკის განვითარების სამასხურის უფორსის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, გზა იმისთვის კეთდება, რომ ვიზიტორებმა მომავალში კომფორტულად შეძლონ გადაადგილება. თუმცა, ირწმუნება, რომ საერთო ჯამში ქალაქში ვიზოტრების სიმცირეს არ უჩივიან.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტომდე ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 3 939-მა ვიზიტორმა მიმართა. რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 1577 ვიზიტორით არის გაზრდილი.
ქუთაისში, გელათის ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. ქალაქის მერი, ისევე როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებლი კომპანია 5 თვის წინ დაწყებული სამუშაობის დასრულების პირობას, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დებს.

თეკლე მორგოშია


Print