ახალი ამბები
წყალტუბოში საერთაშორისო სტანდარტების ახალი სათადარიგო მოედანი მოეწყო
FaceBook
პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.


წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების ახალ, სათადარიგო მოედანზე დღეს წყალტუბოს "სამგურალსა" და რუსთავის "მეტალურგს" შორის საქართველოს ჩემპიონატის 1-ლი ლიგის საფეხბურთო მატჩი ჩატარდა. ანგარიში 2:1 დასრულდა, წყალტუბოს "სამგურალის" სასარგებლოდ. 
მატჩის დაწყებამდე, ახალი მოედანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა, იმერეთის ვიცე გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორის მოადგილემ – ირაკლი კუპრავამ და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ახალაძემ დაათვალიერეს.
წყალტუბოს ახალი 7280 კვადრატული მეტრი ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა. ობიექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ააშენა.
დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა გასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები; მოედნის მიმდებარედ მოეწყო 6500 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოსადგომი, დამონტჟდა განათების ბოძები.
ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა. მშენებლობაზე 34 ადამიანი იყო დასაქმებული. როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განმარტავენ, შემდგომ ეტაპზე, გეგმაშია ახალი სტადიონის აშენება, ბუნებრივსაფარიანი მოედნით, რომელიც 3 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

Print