ახალი ამბები
"მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს" - მამა ნექტარიოს მჭედლიძე
FaceBook
სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგების მზაობას მამა ნექტარიოს მჭედლიძე გამოთქვამს.
ის  კანონიკური ეკლესიის მღვდელთმთავარ-მონაზონია და უკრაინისა და საბერძნეთის ეკლესიაში მსახურობს. მამა ნექტარიოს მჭედლიძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა და გარდაცვლილის ოჯახის სურვილის შემთხვევაში წესის ასაგებად მზადაა.

"ჩემთვის გაუგებარია ეკლესიის მხრიდან წესის არ აგების მოტივი. "გირჩი" პოლიტიკური ორგანიზაციაა და რა გამოდის, რომ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს არ უნდა ვუგოთ წესი? რვა დღის განმავლობაში გარდაცვლილისთვის წესი არ აუგიათ და ისე დაკრძალეს. ყველამ უნდა გამოვიღვიძოთ, სახელმწიფოს მოსაგვარებელია ის საკითხი, თუ რატომ არ სურთ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა. მე ავუგებ წესს, თუნდაც ჯვრის დადება მომიწიოს ტრაპეზე. მე არ ვარ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, თუმცა მისი ოჯახის ნებისამებრ, ავიღებ ჩემს თავზე", - ამბობს მამა ნექტარიოს მჭედლიძე. 

სამტრედიაში, ავტოავარიისას გარდაცვლილი შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. ის პოლიტიკური პარტია "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი იყო, რა მიზეზითაც გარდაცვლილ ახალგზარდას მართლამდიდებლურმა ეკლესიამ წესი არ აუგო. 


ამავე თემაზე:

სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს: "გირჩი"
Print