ახალი ამბები
წყალტუბოს ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა
FaceBook

წყალტუბოს სოფელ ნამოხვანის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.


ცეცხლის ხელახლა გაღვივების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე დილიდან მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები .

ჯერჯერობით უცნობია რა ფართობი დაიწვა ხანძრის შედეგად.


"ცეცხლი გაუჩნდა ტყის ქვედა საფარს. ხანძარი ლოკალიზებულია.  დილიდან განახლდა სალიკვიდაციო სამუშაოები. რა ფართობი დაიწვა, ეს სამუშაოების დასრულების შემდეგ გვეცოდინება",-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვაში ტყის მასივს ცეცხლი გუშინ  საღამოს  გაუჩნდა.

უცნობია რამ გამოიწვია ტყეში ცეცხლის გაჩენა.


Print