ახალი ამბები
დაპირისპირება ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამო
FaceBook
ქუთაისის მერს საქართველოს პარლამენტის შენობის დაკნინებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები გამოდიან. მათი თქმით, ქუთაისში მდებარე პარალამენტის შენობის დაკნინება მერიის მიერ გამოცხადებულ ფოტოკუნკურსზე გამოჩნდა.
საუბარია, მერიის მიერ მიმდინარე წელს გამოცხადებულ ფოტოკონკურსზე. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, კონკურსზე,  სადაც ტურისტებისთვის ქალაქის მნიშვნელოვანი ხედები და ტურიზმის მნიშვნელოვანი პოტენციალი უნდა ყოფილიყო ნაჩვენები, აუცილებელ მოთხოვნათა ჩამონათვალში არ იყო  პარლამენტის შენობის ფოტოს წარდგენა. 
"ის რომ ჩამონათვალში არ მოხვდა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა შეგნებულად გააკეთეს. ეს არის "ზევიდან" დაკვეთა, რომელსაც მურღულია კარგად ასრულებს. თუკი პარლამენტის შენობა არ იქნება ნაჩვენები და მის პოპულარიზაციას არ გავაკეთებთ, დავრჩებით მხოლოდ ნიშნიანიძის ამარა ქუთაისში. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა შეგნებულად ცდილობს პარლამენტის დაკნინებას", - აცხადებს გია გოქაძე.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები გამარტვენ, რომ მერიაში ოფიცილაურად, წერილობით მოითხოვეს პასუხი იმაზე, თუ რატომ არ შეიტანეს ფოტოკონკურსის ჩამონათვალში პარლამენტის შენობა.
" მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგულიბრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილებას უკვე ქონდა ქუთაისის პარლამენტის შენობის ამსახველი საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტო მასალა. შესაბამისად, თანხების დაზოგვის მიზნით აღარ ჩავთვალეთ საჭიროდ ფოტოკონკურსზე ამ კატეგორიის დამატება", - ნათქვამია გოქაძის საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი, მერის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აწერს.
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს ბრალდებას ადგილობრივ თვითმმართველობაში უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ ადგილობრივი მთავრობა არანაიარად არ ცდილობს პარალმენტის შენობის დაკნინებას. რაც შეეხება, ფოტოკონკურსს, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, პაატა კლდიაშვილი განმარატვს, რომ მერიას მართლაც აქვს ქუთაისის პარლამენტის შენობის ამსახველი მაღალი ხარისხის ფოტო.
"ასევე, მინდა გითხრათ, რომ ამდრომდე ჩვენს მიერ ტურისტებისთვის გამოცემული ბუკლეტების პირველივე გვერდზე არის პარლამენტის შენობის ფოტო. ამდენად,  ჩვენ არანაირად არ ვცდილობთ პარლამენტის შენობის დაკნინებას", - ამბობს კლდიაშვილი.
ქუთაისის მერიამ ფოტოკონკურსი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა. კონკურსზე ფოტოების წარდგენა 4 სექტემბერს დასრულდა. მერიაში განმარტავენ, რომ საუკეთესო ფოტოსურათების შესარჩევად კომისია უახლოეს დღეებში შეიკრიბება.
საკონკურსო პირობების მიხედვით, კონკურსანტებს უნდა წარედგინათ ოკაცეს, ბაგრატის, გელათის, სათაფლიის, სალხინოს, კაცხის  და იმერეთის რეგიონში არსებული სხვა ღირსშესანიშნავი ადგილების ფოტოები.
თეკლე მორგოშია
Print