ახალი ამბები
სამუშაო დროს საჯარო სამსახურში გაშლილი სუფრა
FaceBook

ქუთაისში, გარემოს ზედამხედველობის ეროვნულ სააგენტოში, სამუშაო საათებში, საკონფერენციო დარბაზში სუფრა იყო გაშლილი, სადაც თანამშრომელთა ნაწილი იყო შეკრებილი.


ფაქტს „ქუთაისიპოსტის“ ჟურნალისტები 5 ნოემბერს, დღის 16:00 საათზე შეესწრნენ.

 

ჟურნალისტები დეპარამენტის ხელმძღვანელთან, თინათინ ჩაკვეტაძესთან მდინარე რიონის  სანაპიროს დანაგვიანების საკითხზე  სასაუბროდ მივიდნენ.

თავად თინათინ ჩაკვეტაძე სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა. კითხვაზე, თუ რატომ იყო სუფრა გაშლილი სამუშაო საათებში, ჩაკვეტაძემ გვითხრა, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, თუმცა, ეს მათ მუშაობას ხელს არ უშლიდა.

"თანამშომელს აქვს დაბადების დღე, თვითონ მოიტანა რაღაცეები. მაგრამ სამუშაო პროცესი არ ფერხდება, ინსპექტორები ყველა გასულია შემოწმებაზე", - განგვიმარტა თინათინ ჩაკვეტაძემ.

„ქუთაისიპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, გარემოს ზედამხედველობის ეროვნული სააგენტოს დასავლეთ სამმართველოში, სამუშაო საათებში სუფრა ხშირად იშლება.





Print