ახალი ამბები
ქუთაისში მასწავლებელთა გამოცდა მიმდინარეობს
FaceBook

უთაისის N1 და N41 სკოლებში მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების გამოცდა მიმდინარეობს.


პედაგოგები გამოცდებს 8 ნოემბრის ჩათვლით ჩააბარებენ.


საგამოცდო პროცესის გამო, N1 და N41 სკოლებში  დამატებითი არდადეგები გამოცხადდა.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი სასწავლო დღეები  სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. ამასთანავე, იმ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის  სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.

მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდა საქართველოს მასშტაბით სულ 12 საჯარო სკოლაში ტარდება. შესაბამისად, ჯამში ამდენივე სკოლის მოსწავლეებისთვის დაინიშნა დამატებით ორკვირიანი არდადეგები.

Print