ახალი ამბები
ქუთაისში "შმაქსი" შემოდის
FaceBook
ქუთაისში დღეიდან მუშაობას "შმაქსი" იწყებს.

ქუთაისში ჯერჯერობით "შმაქსის" ერთი მანქანა იმოძრავებს. "შმაქსის" მძღოლის, დათო ჯიშკარიანის თქმით, მგზავრები თანხას არა სამგზავრო ღირებულების შესაბამისად, არამედ მანქანაში საუბრისთვის, "ლექციაში" იმდენს გადაიხდიან რამდენიც მოუნდებათ.


"ქუთაისის მერიას რომ არ მოუნდეს მსგავსი რეგულაციების შემოღება ტაქსიზე, რაც თბილისში შემოიტანეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ამის შემოღება", - ამბობს პოლიტიკური პარტია "გირჩის" მხარდამჭერი და "შმაქსის" მძღოლი, დათო ჯიშკარიანი. 

მსურველებს აღნიშნული შმაქსის გამოსაძახებლად შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 557312464


"შმაქსი" პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა“ თბილისში ტაქსებზე რეგულაციების საპასუხოდ დააფუძნა. 


ფოტო: ნუცა ტრაპაიძე
Print