ახალი ამბები
რიონის სანაპიროზე დარჩენილი ორი მოზარდი მაშველებმა ამოიყვანეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში დარჩენილი ორ მოზარდი მაშველებმა ამოიყვანეს.
არასრულწლოვნები მდ. რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანეს უსაფრთხო ადგილას.

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.


Print
თეგები: #მაშველები