ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ორი ჯიპი იყიდა
FaceBook

ქუთაისის მერიამ მაღალი გამავლობის ორი ჯიპი იყიდა. 2012 წლის გამოშვების, შავ და რუხი ფერის "TOYOTA RAV4"-ში ადგილობრივი თვითმმართველობა 71 880 ლარს გადაიხდის.

ავტომანქანების შესაძენად მესამედ გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც  შესყიდვის ერთადერთი მონაწილე იყო.


მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპები უკვე შეიძინა, თუმცა, ჯერ არ იცის ვის სარგებლობაში უნდა იყოს ავტომანქანები.


როგორც ქუთაისიპოსტს მერიაში უთხრეს, ჯიპების შეძენა ავტოპარკისთვის ხდება და მათ  საჭიროების მიხედვით მოიხმარენ.


ქუთაისის მერიას ამ დროისთვის 22 ავტომობილი ემსახურება. მათგან შვიდი ჯიპი. 71 000 ლარიანი  ჯიპით გადაადგილდება  ქალაქის მერი, გიორგი ჭიღვარია.

ადგილობრივი თვითმმართელობა ავტოპარკის შესანახად ყოველწლიურად
ასი ათასობით ლარს ხარჯავს.


მავე თემაზე:

ქუთაისის მერიამ ფერის გამო დაწუნებული ჯიპების სატენდერო ღირებულება გაზარდა
Print