ახალი ამბები
ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი წინამძღოლი რუსთავში ბოლო ღვთისმსახურებას ატარებს
FaceBook

ქუთაის-გაენათის ეპარქიის ახალი წინამძღოლი, მეუფე იოანე ღვთისმსახურებას რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ატარებს.


ეპისკოპოსი  მის ყოფილ ეპარქიაში ღვთისმსახურებას ბოლოჯერ აღავლენს.

იგი ამავდროულად მრევლსაც დაემშვიდობება, რის შემდეგაც  ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლობას ჩაიბარებს.


ეპარქიაში ამბობენ, რომ ახალ მმართველს დღის მეორე ნახევარში, ან  4 ნოემბერს ელოდებიან.


იოანე გამრეკელი  ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად  31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე აირჩიეს. მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგვ  იგი ქუთაისის ეპარქიაში წინამძღოლის მოვალეობას ასრულებდა.

იგი წლების განმავლობაში სასულიერო საქმიანობას რუსთავის ეპარქიაში ასრულებდა.

ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან  რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და  რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა. 2011 წლის 28 აგვისტოს, კი  მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.

Print