ახალი ამბები
ქუთაისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სწავლის პროცესში განხორციელდება
FaceBook
სკოლის ფასადის რეაბილიტაციისთვის ქუთაისის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 119 021 ლარს ხარჯავს.


ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის შენობის ფასადის რეაბილიტაცია სწავლის პროცესში განხორციელდება. საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშოები ამ ეტაპზე არ არის დაწყებული. სკოლის დირექტორის ირინე ჯგერენაიას განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მე-17 საჯარო სკოლის ფასადის რეაბილიტაციას ქუთაისის მერია ახორციელებს. საჯარო სკოლის ფასადის მოსაწყობად ელექტრონული ტენდერი 18 აგვისტოს გამოცხადდა. წინანდების მიღება 24 აგვისტოდან ორი დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 ათას 091 ლარი იყო გამოყოფილი. ტენდერში მონაწილეობა სამმა სამშენებლო ორგანიზაციამ - შპს "დავითი", ინდმეწარმე ქებულ აბაშიძე და შპს "ჯეოქონთრაქშენ"-მა მიიღო. სამუშაოების განხორცილება 119 021 ლარის სანაცვლოდ ამ უკანასკნელს დაევალა.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ამ დროისთვის საბუთების გადახედვის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.  
სატენდერი პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სამშენებლო ორგანიზაციამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 40 დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს.
ქუთაისის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი ვაშაკიძის განმარტებით, ადგილობრივ თვითმმართველობას ვალდებულბა არ აქვს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის. თუმცა, აღნიშნავს, რომ ქუთაისის მერიამ მე-17 საჯარო სკოლსათან მიმართებაში კეთილი ნება გამოიჩინა. რაც შეეხება, სასწავლო პროცესში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას, ირწმუნება, რომ ფასადების მოწყობა ბავშვებს ხელს არ შუშლის.
ქუთაისში არსებული 38 საჯარო სკოლიდან ახალი სასწალო წლისთვის რეაბილიტაცია მხოლოდ ნაწილს ჩაუტარდა.

თეკლე მორგოშია

Print