ახალი ამბები
ფრანკფურტის “აინტრახტი”  ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს
FaceBook

ფრანკფურტის “აინტრახტის” აუქციონერები ქუთაისის მერიას „ტორპედოს“ 20 წლიანი იჯარით აღებას სთავაზობს.



პოტენციური ინვესტორები უკვე შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და კონკრეტული პირობებიც წამოაყენეს.

აინტრახტი ინვესტიციის სანაცვლოდ, რომლის მოცულობა ჯერჯერობით უცნობი, სტადიონისა და  საფეხბურთო ბაზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ.  ამ პერიოდის განმავლობაში,  ქუთაისური კლუბის მაისურს ფრანკფურტის აინტრახტის აკადემიისა და საფეხბურთო სკოლის აღზრდილებიც მოირგებენ.


კონკრეტულად რა ვალდებულებებს აიღებენ გერმანელი აუქციონერები კლუბისა და მერიის წინაშე, უცნობია.

კლუბის დროებითი მმართველი, თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მერიისთვის კლუბში შექმნილი უმძიმესი კრიზისის ფონზე, ყველანაირი შეთავაზება მისაღები უნდა იყოს.

„რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ მერის მოადგილეებს და ისაუბრეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანახმა ვართ ამ პირობებზე, მაგრამ როცა დაბრუნდებიან და პასუხს გვეტყვიან, მაშინ ვნახავთ რამდენად რეალურია ეს შეთავაზება“, - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.


"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ  კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.




ამავე თემაზე:

"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში
Print