ახალი ამბები
ქუთაისის N2 ციხეში პატიმარი 26 დღეა შიმშილობს
FaceBook
ქუთაისის N 2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი  26 დღეა შიმშილობს.

კობა ომანაძეს ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-შენახვას ედავება, პატიმრის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ ცნობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას ითხოვს.

ომანაძის უფლებადამცველის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

"კობას სხვადასხვა ქრონიკული დაავადება სჭირს, რის გამოც მისთვის შიმშილობა კატეგორიულად არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე მისი მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დაინტერესდებიან ", -  ამბობს კობა ომანაძის უფლებადამცველი ილია ჯანელიძე.
Print