ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა-ბაღებს გათბობის ხელსაწყოების  შენობების გარეთ გატანა მოუწევთ
FaceBook

ქუთაისში საბავშვო ბაღებში დამონტაჟებული გათბობის დანადგარები შენობების გარეთ უნდა განთავსდეს.


ამ რეკომენდაციით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს გაზმომარაგების კომპანია „სოკარმა“ მიმართა.
ცვლილების მიზანი,  ზამთრის მოახლოებასთან ერთად გაზზე მომუშავე დანადგარების გამოყენების დროს  უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფაა.


სამუშაოების პროექტირება ადგილობრივ ბიუჯეტს 167 000 ლარი დაუჯდება.


ქუთაისის ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანება“ ქუთაისის მერიას დაქვემდებარებული დაწესებულება. ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი სახსრებით აფინანსებს.

„ბაღების გაერთიანებას“ სულ 37 ფილიალი აქვს.

Print