ახალი ამბები
ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება
FaceBook

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის ქუთაისის  III საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი იხსნება.


ფესტივალი 1-3 ნოემბერს ბალანჩივაძეების სახელობის ქუთაისის ოპერის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.


ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით- კონკურსში წელს მონაწიელობას მიიღებს 8 ევროპის საბალეტო სკოლის მოსწავლეები:პოლონეთი, იტალია, ესტონეთი, ლიეტუვა, იაპონია, ჩეხეთი, ამერიკა და აშ. საქართველოს მაშტაბით კი 200 -ამდე მოსწავლე სხვადასხვა საბალეტო სტუდიებიდან.

2019 წლის ქუთაისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება, ამსტერდამის საბალეტო აკადემიის რექტორი ჟან იან ესკერი, ტალინის საბალეტო სკოლის დირექტორი იანსონ ვერსტურსი, საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე.

ფესტივალის მოწვეული ვარსკვლავია მსოფლიო ბალეტის ქართველი ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ქუთაისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის მიზანია სფეროს განვითარება, ქუთაისის როგორ კულტურული ტურიზმის ნიშნით განვითარება, შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება.

გასულ წელს ფესტივალს სტუმრობა „ლა სკალას“ საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა, გაიმარჯვა მარიამ თვალაბეიშვილმა ბათუმის საბელტო სკოლიდან და მიიღო უფასო საგზური რიგის საერთაშორისო ფესტივალზე.

ფესტივალი 1 ნოემბერს 17 საათზე გაიხსნება.

Print