ახალი ამბები
ბუნებრივი აირის დეტექტორის მონტაჟი სავალდებულო გახდება
FaceBook

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბუნებრივი აირის დეტექტორის მონტაჟი აბონენტებისთვის სავალდებულო გახდება. მინისტრმა ამის შესახებ ზესტაფონში  ისაუბრა.


მინისტრი ამბობს, რომ  მოწყობილობის შეძენა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და მოსახლეობამ მისი ყიდვა თავად უნდა უზრუნველყოს.


„კანონმდებლობა მკაცრდება, მაგრამ ვერც ერთი კანონი ვერ დაგვიცავს უბედური შემთხვევებისგან, თუ თავად ადამიანები არ გაიაზრებენ, რომ გაზი სიკეთესთან ერთად არის პოტენციური საფრთხე.  სემეკი შეიმუშავებს რეკომენდაციებს დეტექტორებთან დაკავშირებით და  ჩვენც მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ შეიძინონ ეს მოწყობილობა. არ არის ძალიან  მაღალი ხარჯები ამ დეტექტორებთან დაკავშირებით და ჩვენ  ამას სავალდებულოსაც გავხდით ეტაპობრივად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორებს ბაზარზე სხვადასხვა ფასი აქვს. მათი ღირებულება 49 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე შეადგენს.


ზესტაფონში მინისტრმა, ასევე ისაუბრა გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატება არ იგეგემება.

ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების სამუშაოების პროცესის გასაცნობად ჩავიდა. მისი თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან, რაიონის 830-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი ექნება.



ამავე თემაზე:


"ბუნებრივ აირზე ტარიფების გაზრდა არ გვემუქრება" - ნათია თურნავა

Print