ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი საგასტროლო ტურნეთი უკრაინას ეწვევა
FaceBook
2 და 3 ნოემბერს ქუთაისის მესხიშვილის თეატრი საგასტროლო ტურნეთი უკრაინას ესტუმრება.


მესხიშვილის თეატრს ქალაქ ვინიცას ნ. კ. სადოვსკის სახელობის მუსიკისა და დრამის რეგიონული აკადემიური თეატრი უმასპინძლებს.

ორდღიანი საგასტროლო ტურნეს განმავლობაში მესხიშვილელები ორ სპექტაკლს უჩვენებენ უკრაინელ მაყურებელს.

2 ნოემბერს ვაცლავ ჰაველისა და ჰაროლდ პინტერის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ, რეჟისორ კოტე აბაშიძის ,,DUPLET" -ს.

3 ნოემბერს ფლორიან ზელერის ,,სიმართლე"-ს  რეჟისორ გიორგი შალუტაშვილისეული დადგმით.

სპექტაკლებში მონაწილეობენ: ელზა სულაძე, ნინო ჭოლაძე, სოფიო ჩირაძე, დავით როინიშვილი, ზვიად სვანაძე და გიორგი შალამბერიძე,
Print