ახალი ამბები																												
					
				
										
											"ბუნებრივ აირზე ტარიფების  გაზრდა არ გვემუქრება" - ნათია თურნავა									
						
		
								
								
						
							
						
						
							
							
						
						
							
															
									13:29 / 29.10.2019								
							
						
					 
					
						
				
			
			
												ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა
ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდას გამორიცხავს.
მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ გაზის
ღირებულებამ არ მოიმატოს.
''ბუნებრივი ტარიფების დინამიკას განსაზღვრავს დამოუკიდებელი
რეგულატორი,მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ტარიფების გაზრდა არ
გვემუქრება, რადგან სახელმწიფოს ყველა ბერკეტი გააჩნია იმისთვის, რომ
ეს არ დაუშვას"-განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ამის შესახებ ზესტაფონში ისაუბრა, სადაც სოფლებში:ზედა
კლდეეთსა და ტაბაკინში გაზიფიცირების სამუშაოები დაათვალიერა. მისი
თქმით, საქართველოს მასშტაბით სულ 300 დასახლებული პუნქტის
გაზიფიცირება იგეგმება, მათ შორის, 60 იმერეთში. ნათია თურნავას
ინფორმაციით, ზესტაფონში მომავალი წლის გაზაფხულიდან ბუნებრივ აირს
830 ოჯახი მიიღებს.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები