ახალი ამბები
ქუთაისელმა მსახიობებმა მცოცავი ოკუპაცია საზღვრისპირა სოფელთან გააპროტესტეს
FaceBook
ქუთაისელმა, ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა მცოცავი ოკუპაცია საზღვრისპირა სოფელში ერედვში გააპროტესტეს.


ქუთაისელმა, ახალგაზრდა მსახიობებმა პროტესტი ''ისწავლე თავისუფლებას'' ფარგლებში, სოფელ ერედევში საქართველოს დროშებით ხელში, კონსტიტუციის პრეამბულა თეატრალიზებულად წარმოადგინეს.


მესხიშვილის თეატრის დირექტორის თქმით, ყველა მოქალაქის ვალია საოკუპაციო ზოლთან გააპროტესტოს რუსული ოკუპაცია.


''ვფიქრობ, ყველა მოქალაქის ვალია მივიდნენ საზღვართან და გააპროტესტონ აღნიშნული მდგომარეობა, მე მივესალმები ახალგაზრდა მსახიობების ასეთ გადაწყვეტილებას'',- ამბობს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი.

ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობები აქციას '' იკითხე კონსტიტუცია'' სხვა საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობასთან ერთად გეგმავენ.

ორი კვირის წინ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრს, მოსკოვის თეატრალური დასი სტუმრობდა.

ოკუპანტი ქვეყნის, თეატრალური დასის ვიზიტმა საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და სპეკტაკლი აქციის ფონზე იმართებოდა.

მესხიშვილის თეატრის წინ გამართულ აქციაში თეატრის მსახიობებიც იღებდნენ მონაწილეობას.
Print