ახალი ამბები
მუშის მდგომარეობა, რომელიც მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდა კრიტიკულად მძიმეა
FaceBook
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ახალგაზრდა  მამაკაცი ამ დროისთვის იმერეთის რეგიონალურ საავადმყოფოში იმყოფება.


''პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას აღენიშნება ბარძაყის ძვლების მასიური ტრავმა; ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. წინა მხარი ჰქონდა მოტეხილი, მიღებული აქვს ტრავმული შოკი. ჩაუტარდა ძვლების და მენჯის ფიქსაცია. პაციენტი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, ძალიან მძიმე ტრავმები აქვს'',- ამბობს კლინიკის დირექტორი ირაკლი გოგინავა.


ახალგაზრდა, რომელიც  მშენებლობიდან  გადმოვარდა, 28 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეა. ის ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 27 ოქტომბერს გადმოვარდა.
დაშავებული მუშა კომპანიაში ორი კვირის დასაქმებული იყო.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 240 მუხლით.



ამავე თემაზე:

ქუთაისში მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა

"უსაფრთხოების ქამარი არ ეკეთა"- რას ამბობენ კომპანიაში, რომლის ობიექტიდანაც მუშა გადმოვარდა

Print