ახალი ამბები
აღმაშენებლის 112-ში დაზიანებული მილის გამო მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
“ამ კორპუსში პრობლემები არ ილევა”,- ასე გამოეხმაურა ამხანაგობა ,,აფხაზეთი 112-ის “ თავჯდომარე  ვეფხია მიქაუტაძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კორპუსში მილების დაზიანებას.

აღმაშენებლი N 112-ში მილები დაზიანდა და ფეკალური მასა კორპუსის სარდაფში დაიღვარა.

“ ამ კორპუსებში სულ პრობლემაა, გასკდა მილი, იღვრება წყალი ფეკალურ მასასთან ერთად, მავთულით არის მილები დამაგრებული და ვერ გაუძლო სიმძიმეს, ამას წინათ მერიიდან იყვნენ მოსული, ჩამოგვაწერინეს პრობლემები, გაკეთებით ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, მაგიდაზე დასადებად დაგვაწერინეს ალაბათ”-, ამბობს '' ამხანაგობა 112-ის” თავმჯდომარე ვეფხია მიქაუტაძე.

მიქაუტაძის თქმით, მილები სისტემატიურად ფუჭდება, მიზეზი მილების სუსტი მავთულით დამაგრებაა.

აღმაშენებლის N112-ში მდენარე კორპუსები კომპნია ''დიზაინკომპლექსმა'' ააგო.

'' დიზაინკომპლექსში” აცხადებენ, რომ მილებს მაცხოვრებლები აზიანებენ.

“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებია მილებში, ამას კი ვერ უძლებს, მივედით რამდენჯერმე და დავასუფთავეთ, მოსახლეობაც უნდა გაუფრთხილდეს ცოტა, მხოლოდ კომპანია ვერაფერს იზამს”,-ამბობს ,,დიზაინკომპლექსის” ხემძღვანელი ზურაბ გუბელაძე.


აღმაშენებლის N 112-ში მდებარე კორპუსები '' დიზაინკომპლექსმა” 2017 წელს გადასცა დევნილებს.
Print