ახალი ამბები
ქუთაისში ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა
FaceBook

ქუთაისში ქართველი რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.


დაფა რეჟისორის დედისეულ სახლზე განთავსდა, სადაც იგი 10 წელი ცხოვრობდა. ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


"ეს დღე ჩემთვის არის სასიხარულოც და ტკივილიანიც. გიგამ აღადგინა ქუთაისის თეატრი და აქ დადგა პირველი სპექტაკლი "ტარიელ გოლუა". სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ღვაწლის ქუთაისში დაფასება და მისთვის ამ მემორიალის გახსნა. გილოცავთ დღევანდელ დღეს" - განაცხადა რეჟისორის მეუღლემ, ქეთევან კიკნაძემ.


გიგა ლორთქიფანიძე  რამდენიმე თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მათ შორის 1954-1956 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრში.

იგი 100-ზე მეტი სპექტაკლის და 4 ფილმის ავტორია. გიგა ლორთქიფანიძის რეჟისორობით არის გადაღებული "დათა თუთაშხია", "წიგნი ფიცისა",  "ერთ პატარა ქალაქში" და "თეთრი ბაირაღები"

გიგა ლორთქიფანიძე  2013 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Print