ახალი ამბები
"პარლამენტის შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს" - შალვა ნათელაშვილი
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში მიტოვებული პარალამენტის შენობის ალტერნატივაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციების ცენტრი, ხოლო პარალემენტის შენობაში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს. 


"ჩვენ ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლების მიერ იავარქმნილ და გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს და დაიწყება ნამდვილი რენესანსი. ქუთაისი დაიბრუნებს თავის დიდებას, ამ მიტოვებულ პარლამენტის შენობაში და მთელ სამთავრობო კომპლექსში გაიხსნება ინოვაციების ცენტრი. აქვე გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, თავისი საერთო საცხოვრებლებით, სტუდენტებს მათ დაენიშნებათ სახელმწიფო სტიპენტია და ქუთაისიდან დამთავრდება სწავლაში ფულის გამორთმევა",-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება ქუთაისისთვის საპარლამეტო ფუნქციის დაბრუნებას, პარტიის ლიდერი თვლის, რომ ქუთაისს პარლამენტზე უფრო სამუშაო ადგილები სჭირდება.

"მე ვფიქრობ, რომ ქუთაისელების უმეტესობა ითხოვს იმას, რომ გაიხსნას სამუშაო ადგილები, აშენდეს საწარმოები, ინოვაციური ცენტრები. ჩვენ არ გვჭირდება ხაჭაპურისჭამია დეპუტატები. ისინი უნდა გადავიყვანოთ ცხინვალთან, სადაც უნდა ავაშენოთ პარლამენტის შენობა და ხალხის შრომით გამაძღარმა პარაზიტებმა ყოველდღე უნდა უყურონ ოკუპირებულ ტერიტორიებს და იმ საქართველოს, რომელიც იქით დარჩა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
Print