ახალი ამბები
ქუთაისის ორ საჯარო სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება
FaceBook

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის N1 და ანდრია რაზმაძის სახელობის N41 სკოლებში 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი არდადეგები გამოცხადდება.


ცვლილება მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარებას უკავშირდება.


განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცდენილი სასწავლო დღეები  სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით ანაზღაურდება. ამასთანავე, იმ სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის  სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.


მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდა საქართველოს მასშტაბით სულ 12 საჯარო სკოლაში ჩატარდება. შესაბამისად, ჯამში ამდენივე სკოლის მოსწავლეებისთვის დაინიშნება დამატებით ორკვირიანი არდადეგები.

სკოლების ჩამონათვალი იხილეთ აქ:

 


Print