ახალი ამბები
,,უნიკალური ჯიშის ყურძენი გვიფუჭდება" - ტვიშის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა აქცია გამართეს.

ისინი უნიკალური ჯიშის ყურძნის დროულად ჩაბარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ყურძნით დაინტერესება წელს ნაკლებია.

სოფელში მხოლოდ ერთი კომპანია შემოვიდა, რომელიც დიდი რაოდენობით ყურძნის წაღებას დაჰპირდათ, თუმცა დღეს მხოლოდ ხუთი ტონა მოითხოვეს, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა.

მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიები, მათთან უნიკალური ჯიშის ყურძენში 5 ლარს იხდის, სხვა სოფლებიდან კი დაბალი ხარისხის ყურძენს 3 და 4 ლარად ყუდულობენ და ტვიშის სახელით დაბალი ხარისხის ღვინოს ყიდიან.

“რამდენჯერმე მოვიდა კომპანია "როიალ ხვანჭკარას''  წარმომადგენლები, აუღეს სინჯი და გვითხრეს რომ 14 ტონა ყურძენს იყიდიდანენ , დღეს კი მხოლოდ 5 ტონის ყიდვას გეგმავს. ყურძენი მწიფეა და მზად არის დასაკრეფად. ვითხოვთ დახმარებას” , -განაცხადა სოფელ ტვიშის მკვიდრმა მელიტონ ასათიანმა.

მოსახლეობას რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე შეხვდა.

გიორგი გონაძის თქმით, ხელოსუფლება ცდილობს მოაგვაროს მევენახეების პრობლემა.

“მიმდინარეობს მოლაპარაკება ღვინის მწარმორბრლ კომპანიებთან რათა შემოვიდნენ ტვიშის თემში არსებული ყურძნის შესაძებად. მოსახლეობას შორის კონფლიქტი გამოიწვია იმან, რომ ვერ მოხერხდა გადანაწილება თუ ვის ყურძენს იყიდიდა კომპანია" - განაცხადა გონაძემ.
Print