ახალი ამბები
ქუთაისელი სტუდენტები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ
FaceBook
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები,  ატოცში მიმდინარე პროცესებს ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან გააპროტესტებენ.

"აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფი ვართ. ჩვენ რამდენიმე ხნის უკანაც, როცა დაძაბული სიტუაცია იყო ატოცში, ვიყავით ჩასული. ძალიან გვტკივა ეს თემა, რადგან თითოეულ ჩვენგანს გვეხება, დღევანდელი რეალობაა. ამჯერადაც ვაპროტესტებთ ატოცში მიმდინარე მოვლენებს. ოღონდ ჩვენ არანაირ პოლიტიკურ სარჩულს ამ აქციას არ ვაძლევთ. ჩვენ, სტუდენტები, ძალიან შორს ვართ პოლიტიკისგან. აქციას ვგეგმავთ მესხიშვილის თეატრთან, შეიძლება მერე მსვლელობაც იყოს, იმაზეა დამოკიდებული რამდენი შევგროვდებით. უცებ გადავწვიტეთ აქცია, ძალიან სპონტანური იყო, ამიტომ რამდენი მოვა, არ ვიცი. იმედია მობილიზება იქნება. შეიძლება ამ აქციით ვერაფერი ვერ ვქნათ, მაგრამ ჩვენს ხმას მაინც გავაგონებთ რუსეთს", - ამბობს აქციის ორგანიზატორი ნინო იობაშვილი. 



საპროტესტო აქცია დღეს, 18:000 საათზე გაიმართება. 


Print