ახალი ამბები
"მარგანეცმა სულ გაგვანადგურა" - "რუბრიკაში მოქალაქის ხმა''
FaceBook
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.

ვიდეობლოგებში ნაჩვენები იქნება სოფლად მცხოვრები მოქალაქეების მთავარი სათქმელი, როგორც ხელისუფლების, ასევე, სოფელში არსებული პრობლემების შესახებ. ბლოგები მომზადდება თვეში სამჯერ თითოეული მინიციპალიტეტიდან, რუბრიკის “ხალხი და ხელისუფლება პირისპირ” ფარგლებში.


რუბრიკის  ფარგლებში  მომზადებულ მორიგ მასალაში ნაჩვენებია ჭიათურის მუნიციპალიტეტში,სოფელ რგანში მცხოვრებელთა მთავარი პრობლემა.

ადგილობრივების თქმით, ისინი ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგანან და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.


ნოდარ სამხარაძე რგანში 68 წელია ცხოვრობს, მისი თქმით,  ადგილობრივებს შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ, ეკოლოგიურმა საფრთხემ კი, სოფელი დაცარიელებამდე მიიყვანა.

''კარგი სოფელი იყო ადრე რგანი, მარგანეცმა სულ გაგვანადგურა, ამ მიწაზე ეკლის მეტი აღარაფერი მოვა, ბოლო 5 წელია სწრაფი ტემპით შემოვიდნენ, ადრე ამხელა ფართობი არ ეკავათ, ეს ყველაფერი ჯამრთელობასაც გვიზიანებს და ბუნებასაც, ვაშლი , რომ მოვკროფოთ მარგანეცის გემო აქვს, არანაირი შემოსავალი არ გაგვაჩნია, არც ფრინველები გვყავს და არც პირუტყვი, რად გვინდა რომ გვყავდეს ბალახი აქ არაა, მოსახლეობის მუდმივი გასახლებაა, პერპექტივა არაა, ვიფიქრე სახლში რამეს გავაკეთებთქო მაგრამ  რა აზრი აქვს გაკეთებას, მაინც დამანგრევენ, მე არ მივცემ ამის უფლებას, სანამ ცოცხალი ვარ აქ ვიქნები",   - ამბობს ნოდარ სამხარაძე.

ღია კარიერები სოფელ რგანში




Print