ახალი ამბები
არავის მივცემ უფლებას, შშმ პირებზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს - წყალტუბოს გამგეობაში ბრალდებებს უარყოფენ
FaceBook
ახლადგარემონტებული და ახალი ინვენტარით აღჭურვილი ინკლუზიური ცენტრის გახსნა სექტემბრის ბოლოს იგეგმება.



,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის" დაარსება ჩემთვის რიგითი თემა არ არის! ეს არის პროექტი, რომელიც ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, პრიორიტეტია და პასუხისმგებელი ვარ, რომ წყალტუბოში მაღალი სტანდარტის, სანიმუშო ცენტრი გვექნება! არავის მივცემ უფლებას, შშმ პირებზე ზრუნვა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს! " -  ასე გამოეხმაურა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი თავისუფალი დემოკრატების ბრალდებას, რომელიც წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში გაზრდილ ხარჯებს და ნეპოტიზმს ეხება.
ინკლუზიური ცენტრი წყალტუბოში თებერვალის თვეში დაფუძნდა. როგორც გამგეობაში განმარტავენ, დაინიშნა ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც დღემდე ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას: ჩატარდა ტენდერები, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რამდენიმე ეტაპად გადამზადდა 25 მაძიებელი და ბენეფიციართა მშობლები, ინტენსიური სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს თავად ბენეფიციარებთან, ჩატარდა აქციები ცენტრის ორგანიზებით და რამდენიმე შშმ პირს გადაეცა სპეციალური ინვენტარი და ეტლები.
რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, არასდროს გაცემულა ცენტრის თანამშრომლებზე და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საჯარო ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვონ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.
"სხვა ყველა პოზიცია, რომელზეც ნეპოტიზმზე იყო მინიშნება, ვაკანტურია და შესაბამისად ნეპოტიზმის ფაქტი არ არსებობს. ესეც საჯარო ინფორმაციაა.
დირექტორის ხელფასს რაც შეეხება, ის არ არის განსხვავებული სხვა, უკვე რეორგანიზებული ა(ა).ი.პ.-ის ხელმძღვანელების ხელფასისგან და დარიცხვით 1000 ლარის ოდენობისაა," - აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში. გამგეობაში განმარტავენ, რომ  წყალტუბოს ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი" 20 ბენეფიციარზეა გათვლილი და ამ წუთამდე 14 განაცხადია რეგისტრირებული. 
ახლადგარემონტებული და ახალი ინვენტარით აღჭურვილი ინკლუზიური ცენტრის გახსნა სექტემბრის ბოლოს იგეგმება.
თავისუფალმა დემოკრატებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრში გაზრდილ ხარჯებზე და ნეპოტიზმზე დაადანაშაულეს.

Print