ახალი ამბები
"კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება" - სულხან გოგოლაშვილი ქუთაისში მოსკოვის თეატრის ვიზიტზე
FaceBook

"კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება" -ასე პასუხობს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი, სულხან გოგოლაშვილი მოსკოვის თეატრის ვიზიტის გამო გამოთქმულ პროტესტს.


მისი თქმით, იგი ებრძვის ოკუპანტ რუსეთს, მაგრამ კულტურასთან ბრძოლა არ შეიძლება.


"პირდაპირ გეუბნებით -კულტურულ რუსეთთან ბრძოლა არ შეიძლება. მე არ ვებრძვი კულტურულ რუსეთს, მე ვებრძვი აგრესიულ, მილიტარისტულ და ოკუპანტ რუსეთს.  რატომ არ აპროტესტებენ როცა რეზო გაბრიაძე ჩადის მოსკოვში, როცა ნინო ქათამაძე მღერის იქ,  ქართული ღვინის უდიდესი ნაწილი რომ რუსეთის ბაზარზე იყიდება,  ამას რატომ არ აპროტესტებენ? სინამდვილეში,   მათ უნდათ მხოლოდ პოლიტიკური აქტიურობა და მე მათ ამაში ვერ ავყვები",-ამბობს სულხან გოგოლაშვილი

 

ქუთაისში მოსკოვის თეატრი სახელწოდებით "ნიკიტინის კარიბჭესთან" 19-20 ოქტომბერს ორ სპექტაკლს წარმოადგენს. დასის ვიზიტს ქუთაისში მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრების  პროტესტი მოჰყვა. მათ სპექტაკლის პარალელურად თეატრის წინ საპროტესტო აქცია -პერფორმანსი  დაგეგმეს.

Print