ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი ჭიათურაში შრომის ინსპექტორებს ხვდება
FaceBook

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე,  მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით,  შრომის ინსპექტორებს ხვდება.


შეხვედრას ესწრება ჭიათურის მერი და იმერეთის გუბერნატორი, რომლებთანაც ერთადაც მინისტრი ჭიათურაში ჩასვლამდე სოფელ ტყაჩირში, გარდაცვლილის ოჯახში იმოფებოდა.

მას შემდეგ, რაც მინისტრი მომხდართან დაკავშირებით დეტალებს ადგილზე მოისმენს, ეკატერინე ტიკარაძე "ჯორჯიან მანგანეზის"  ხელმძღვანელობასაც შეხვდება.


ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი 17 ოქტომბერს დაიღუპა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას სატვირთო მატარებლის ვაგონი დაეჯახა, რის შედეგადაც  მუცლის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

მას 9 თვის შვილი და ორსული მეუღლე დარჩა. 

გარდაცვლილის ცხედარი უკვე გადაასვენეს სახლში.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო– სამშენებლო  ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.



ამავე თემაზე:


„ერთი სათბური ჰქონდათ“- რატომ წავიდა წყალტუბოელი ბიჭი ჭიათურის მაღაროში სამუშაოდ

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში დაიღუპა

მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა - "ჯორჯიან მანგანეზი"

„ეს არის გამოძიების გადასაწყვეტი - კომპანია მაღაროში დაღუპული მუშის ოჯახის კომპენსაციაზე

Print