ახალი ამბები
მაღარო, სადაც მუშა დაიღუპა 2 თვის წინ შემოწმდა - "ჯორჯიან მანგანეზი"
FaceBook
"ჯორჯიან მანგანეზის" ინფორმაციით, უბანი სადაც მუშა დაიღუპა, უსაფრთხოების ნორმები ორი თვის წინ შემოწმდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ მაღარო პერიოდულად მოწმდება. შესაბამისად, მათი ინფორმაციით,   მაღაროში ადგილი არ ქონია უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

რაც შეეხება გარდაცვლილი ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხს, "ჯორჯიან მანგანეზში" არ იციან, დაურიცხავს თუ არა კომპანია მაღაროში გარდაცვლილი მუშის ოჯახს კომპენსაციას.


"კომპენაციის დანიშვნის საკითხი არის გამოძიების გადასაწყვეტი. გამოძიება ადგენს კომპენსაციის ოდენობასაც", - ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომაგენელი, აკაკი გოგიჩაიშვილი.


ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მაღაროში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაიცავალა. ის მაღაროში 2018 წლიდან მუსაობდა. დაღუპული მამაკაცი წყალტუბოდან იყო, ჭიათურაში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელში ცხოვრობდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 240–ე მუხლითა დაწყებული, რაც სამთო–სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

“ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს ფლობს. საწარმოს მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ გარემოს 60 მილიონზე მეტი ზიანი მიაყენა.



ამავე თემაზე:

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა

ვინ არის მუშა, რომელიც ჭიათურის მაღაროში დაიღუპა
Print