ახალი ამბები
სკოლის შენობიდან გადმომხტარი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეს  ლუკა კვიცარიძეს, რომელიც ამავე სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა,  ოპერაცია გაუკეთეს.
კლინიკის დირექტორის  ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ოპერაცია დილით ჩაუტარდა.

'' ოპერაცია დილით გავუკეთეთ, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია '',- ამბობს ირაკლი გოგინავა.

14 წლის მოზარდი, გუშინ მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან გადმოხტა.  თვითმხილველთა თქმით,  გაკვეთილის გაცდენის მიზნით სკოლის ფანჯრიდან სულ სამი მოსწავლე გადმოხტა, თუმცა,  ორ მთგანს დაზიანებები არ მიუღია და  გაიქცა.

აღნიშნულ ვერსიას უარყოფს სკოლის დირექტორი სოფიკო ქუთათელაძე, მისი თქმით, როდესაც მოსწავლე სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა საგაკვეთილო პროცესი დასრულებული იყო.

მომხდარზე საქმე სსკ  124-ე მუხლით აღიძრა,  რაც ჯანმრთელობის განზრახ  დაზიანებას გულისხმობს.



ამავე თემაზე
:

საოპერაციოდ ამზადებენ მოზარდს, რომელიც სკოლის ფანჯრიდან გადმოხტა

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის მეორე სართულიდან მოზარდები გადმოხტნენ

დირექტორის განმარტება ქუთაისის მე-9 სკოლაში მომხდარ ინციდენტზე

მე-9 სკოლის ფანჯრიდან მოზარდის გადმოხტომის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
Print